აღწერა: რეჟისორებმა
ანდრეი ნეკრასოვმა და მისმა მეუღლემ ოლგა კონსკაიამ რუსეთ-საქართველოს
2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ დოკუმენტური ფილმი "რუსული გაკვეთილები”
გადაიღეს. ფილმში ნათლადაა ნაჩვენები, რომ ომი რუსულმა მხარემ დაიწყო. "ეს
არის მძიმე ფილმი ომზე, რომლის ყურებაც ცრემლების გარეშე შეუძლებელია.
ფილმში შევეცადეთ, გვეჩვენებინა სიმართლე, რომლის სახელითაც ამდენ
სიბინძურეს სჩადიან. სამხრეთ ოსეთში კოლოსალური თანხები იდება და ეს
რუსეთის იმპერიალისტური მიზნებისთვის ხდება. პრემიერი პუტინი გვატყუებდა,
როდესაც ამბობდა, რომ სამხრეთ ოსეთში 2 000 მშვიდობიანი მაცხოვრებელი
დაიღუპა. ინფორმაციის მხრივ ხარვეზები ორივე მხარეს იყო,”- განაცხდა
ნეკრასოვმა.
|