www.BZIKI.UCOZ.COM
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

მთავარი » 2010 » აპრილი » 13 » სიყვარულის ახსნა!!!
17:20
სიყვარულის ახსნა!!!
I გზა
ყვავილები - არ შემოიფარგლოთ ერთი ცალი მომჭკნარი ვარდით ან ტიტით. აუცილებელია დიდი თაიგული, რომელსაც კურიერის ხელით მოულოდნელად გაუგზავნით სამსახურში ან თავად მიართმევთ მას.

II გზა
სერენადები ფანჯრის ქვეშ - ბევრი ფიქრობს, რომ საყვარელი ქალის ფანჯრებთან სერენადების სიმღერა მას აუცილებლად მოეწონება. მაგრამ დაივიწყეთ გიტარა და ძლივს ნასწავლი აკორდები და ტექსტი. გამოიყენეთ თანმედროვე მუსიკალური აპარატები, ან მოიწვიეთ მუსიკოსები. თუ თქვენი რჩეული მე-10 სართულზე ცხოვრობს ეს მეთოდი არ გამოგადგებათ. შემოიფარგლეთ მუსიკალური მისალოცით და სახლშივე უმღერეთ ყველაზე ამაღელვებელი სიტყვები.

III გზა
მხატვრობა - ნებისმიერ ქალს ცხოვრებაში ერთხელ მაინც უოცნებია მიეღო პლაკატზე დაწერილი სიყვარულის ახსნა, რომელიც ფანჯარასთან, სადარბაზოსთან ან თოვლზე დაფენილი დახვდებოდა. გამოიყენეთ საღებავები, დაწერეთ ამაღელვებელი სიყვარულის ახსნა და მხოლოდ სახელის პირველი ასო მიუთითეთ.

IV გზა
მილოცვა ჟურნალში, მიმართვა რადიოში ან სიმღერის შეკვეთა კლუბში, მეტად ამაღელვებელი და მოულოდნელი იქნება

V გზა

წერილი კონვერტში.
ჩვენ მხოლოდ ინტერნეტი, სმს და ელექტრონული ფოსტა გვახსოვს. ნუ იზარმაცებთ, აიღეთ ფურცელი და კალამი, მნიშვნელობა არ აქვს, რომ წინადადებებს სწორად ვერ დაალაგებთ, ნაწერი ლამაზი არ იქნება. მთავარია თავად ხელნაწერი წერილი. ქალები ძალიან დააფასებენ ამ ფაქტს, ძვირფას წერილს ზარდახშაში შეინახავენ.

VI გზა
სიმაღლის მოყვარულთათვის
რას ფიქრობთ საჰაერო ბუშტით გასეირნებაზე? - სიმაღლე, სუფთა ჰაერი, შესანიშნავი ხედი - მსგავსი საოცარი სიტუაცია გოგონას გულგრილს არ დატოვებს. არ დაივიწყოთ ერთი ბოთლი შამპანურის წაღება.

VII გზა
როცა საჩუქრის საყიდლად დრო არ გრჩებათ, დაპატიჟეთ რჩეული კაფეში და აჩუქეთ ყვავილების თაიგული. გაისეირნეთ მასთან ერთად და ესაუბრეთ სიყვარულზე.

და ბოლოს სიყვარულის ახსნა ყოველთვის, განსაკუთრებული მიზეზის გარეშეც შეგიძლიათ. მთავარია იგი ორიგინალური და გულწრფელი იყოს, რასაც ქალები აუცილებლად დააფასებენ.
კატეგორია: პროგრამა | ნანახია: 936 | დაამატა: Tiesto | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930

მინი-ჩეთი

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 28
სტუმარი: 28
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024 By B[a]D B[o]yS |