www.BZIKI.UCOZ.COM
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

მთავარი » 2010 » აპრილი » 10 » ანეკდოტები
00:23
ანეკდოტები
– შენი ქმარი სიგარეტს ეწევა?

– მხოლოდ სექსის შემდეგ.

– დაუშალე, ძალიან მავნებელი ყოფილა, განსაკუთრებით სექსის შემდეგ.

– მთასავით კაცია, წელიწადში 2–3 მოწევა რას დააკლებს?!

***

ცოლმა არ შემამჩნიოს, მთვრალი რომ ვარო და ქმარმა წიგნი გადაშალა, ვითომ კითხულობს. შემოდის ცოლი:

– ისევ ჩასკდი, არა?

– არა, საიდან მოიტანე?

– აბა, რას გაგიშლია ეგ აბანოს ჩემოდანი?! დახურე და დაიძინე.

***

ცოლი ქმარს ეჩურჩულება:

– ძვირფასო, ძილის წინ რამე ალერსიანი მითხარი.

– მაინც რა?

– ვთქვათ, ძვირფასო.

– ძვირფასო, – იმეორებს ქმარი.

– ლამაზო...

– ლამაზო, – ისევ იმეორებს ქმარი.

– ახლა შენით მითხარი რამე.

– გადაბრუნდი და დაიძინე, ბიჭოს!

***

– დღეს რა ფერმკრთალი ჩანხარ, ავად ხომ არ ხარ? – ეკითხება მასწავლებელი მოსწავლეს.

– არა, წუხელ დედიკომ მაბანავა.

***

– ვახოიას თურმე ათი საყვარელი ჰყოლია. საინტერესოა, რას აჭმევს ამდენ ქალს.

– საინტერესო ის უფროა, თვითონ რას ჭამს ეგ უბედური.

***

ორი ექიმი საუბრობს:

– რა ავადმყოფები წამოვიდნენ ამ ბოლო დროს, გაგიჟდება კაცი! ერთს ვურჩიე, ტკბილეულს მიეძალე–მეთქი და უჯრიდან შოკოლადი მომპარა.

– ეს რაა, მე ერთს ვურჩიე, თბილად ჩაიცვი–მეთქი. იმას კიდევ ჩემი დუბლიონკა ჩაუცვამს და ისე წასულა...

***

– შვილო, – ეუბნება შვილიშვილს მომაკვდავი ბაბუა, – მე შენ გიტოვებ მთელ ჩემს ქონებას, რომლის შეძენასაც მთელი ცხოვრება შევალიე.

– მადლობელი ვარ, ბაბუ. სამაგიეროს გადახდა რით შემიძლია?

– ჩემი ჟანგბადის ბალიშის მილიდან ფეხი აიღე.

***

– აღარ ვიცი, რა წყალში გადავვარდე, ჩემი ცოლი სულის მოთქმის საშუალებას არ მაძლევს!

– ბედნიერი! ჩემი ცოლი კი, როგორც კი სახლში შევალ, სტრაჟნიკივით დამადგება თავზე, აბა, ამოისუნთქეო.

***

– მამიკო, შეიძლება ეს ხინკლები შევჭამო?

– მიდი, მიდი, სულ შეჭამე, შვილო, ოღონდ ნახევარი დამიტოვე.

***

მანიაკმა გვიან ღამით ქუჩაში მგზავრი დაიჭირა და ტყეში წაიყვანა.

– გამიშვი, რაა! – ეხვეწება მგზავრი, – ძალიან მეშინია. თან ღამეა უკვე...

– ღამეა, ღამეა! – გაბრაზდა მანიაკი, – შენ რა გიჭირს, მიგასაფლავებ აგერ, მე კი ფეხით უნდა დავბრუნდე ქალაქში ამ ღამეში.

***

– შვილო, როგორ იყავით შენ და მამიკო უჩემოდ? – ეკითხება შვილს მივლინებიდან დაბრუნებული დედა.

– კარგად, დედიკო. ყოველდღე მამა ნავში მსვამდა, შუა ტბაში კი ნავს ამოაყირავებდა და წყალში მაგდებდა.

– რა საშინელებაა! – შეშფოთდა დედა.

– არც ისე... ნაპირამდე გამოსვლა იყო ცოტა ძნელი, უფრო ძნელი კი – თავმოკრული ტომრიდან ამოძრომა.

***

კაკოია სიდედრთან ერთად ტყეში სოკოს აგროვებს.

– ეს სოკო შხამიანი ხომ არ იქნება? – კითხულობს სიდედრი.

– ჩაკბიჩე ერთი და დაგაკვირდები.

***

– სიგარეტის მოწევას უნდა შეეშვათ, – ეუბნება ექიმი პაციენტს.

– სულ არ მოვწიო?

– ახლა მთლად ასეც არა, მსუყე სადილის შემდეგ შეიძლება ერთი ღერის მოწევა.

– ესე იგი, გამოდის, რომ ახალი წლიდან ახალ წლამდე არ უნდა მოვწიო?

***

შუაღამისას ქმარი მივლინებიდან დაბრუნდა და კარში ყველით ხელში ცოლის საყვარელი შეეჩეხა.

– ვინ ხარ შენ?! – გადაირია კაცი.

– თაგვი ვარ, ყველი მოვიპარე ხაფანგიდან.

– მერე სად მიგაქვს?

– სახლში შევჭამ. რავა, არ მეკუთვნის ამხელა რისკის მერე?!

***

– ქალო, სადაა ჩაქუჩი და ლურსმანი?

– კარადაშია... იოდი და ბინტიც იქვე აწყვია.

***

– ვინ გცემა ასე?

– ცოლმა მცემა და მეტის ღირსი ვარ!

– რატომ, კაცო?

– რატომ ამოიყვანე ქალი წყლიდანო. აბა, იქ დამეტოვებინა?!

– მდინარეში იხრჩობოდა?

– იხრჩობოდა არა, კვახი! აბაზანიდან ამომყავდა და მაშინ მომისწრო.
კატეგორია: ფოტო | ნანახია: 660 | დაამატა: Tiesto | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930

მინი-ჩეთი

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024 By B[a]D B[o]yS |